სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აკაკი პატარა საქართველოა“ - ქუთაისის N38 სკოლის მე-5 კლასელებმა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გამართეს
15-06-2026
-
+


ქუთაისის N38 საჯარო სკოლის Vა კლასში (დამრიგებელი - ბაია ნემსაძე) სასწავლო წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი აქტივობა განხორციელდა, რომელმაც შემეცნება, შემოქმედება, ეროვნული ღირებულებების პატივისცემა და სასიამოვნო მოგზაურობა გააერთიანა. 

მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, სადაც გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია თემაზე: „აკაკი პატარა საქართველოა“.

ღონისძიება ინტეგრირებული იყო რამდენიმე საგანთან -  ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, მუსიკა და სახვითი ხელოვნება (პედაგოგები: მ. კიკვაძე, ბ. ნემსაძე, ე. კიკვაძე, ლ. ბურჯანაძე).

მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით წარმოაჩინეს აკაკი წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა. მათ მხატვრულად წაიკითხეს პოეტის ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები, წარმოადგინეს თხზულებათა – „სიზმარი“, „ღამურა“, „მგელი და კრავი“ (ქართულ და რუსულ ენებზე) და „გამზრდელის“ – საინტერესო ინსცენირებები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებულად აღსანიშნავი იყო მშობლების აქტიური ჩართულობა, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო თბილი და ოჯახური განწყობა შესძინა.

სახვითი ხელოვნების მიმართულებით მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები, მოამზადეს პრეზენტაცია და ერთ-ერთი ნახატი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს გადასცეს.

მუზეუმის დირექტორმა და თანამშრომლებმა გულთბილი სიტყვებით შეაფასეს ბავშვების შრომა, მადლობა გადაუხადეს მათ და სურვილი გამოთქვეს, მსგავსი შინაარსიანი და შემოქმედებითი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს.

ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს სავანე, ტყიბულის მღვიმე და კაცხის სვეტი.

„ისტორიული და კულტურული ძეგლების გაცნობამ, ბუნების სილამაზემ, მეგობრულმა გარემომ და დაუვიწყარმა ემოციებმა ეს დღე თითოეული მათგანისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცია. ეს მოგზაურობა მხოლოდ ექსკურსია არ ყოფილა - ის იყო ცოდნის, შემოქმედების, ეროვნული თვითშეგნების, მეგობრობისა და სიხარულის ზეიმი, რომელმაც ბავშვების გულებში მრავალი ნათელი შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ სწავლა ყველაზე საინტერესო მაშინ არის, როცა იგი ცხოვრებას, კულტურასა და შემოქმედებას ერწყმის“,- აღნიშნავენ სკოლაში და გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება