სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხელოვნება ბულინგის წინააღმდეგ“- ღია გაკვეთილი-დისკუსია დიდი არაქალის საჯარო სკოლაში 
17-06-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგებმა წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი ცოდნა. 

საინტერესოა,მე-9 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, გამართული ღია გაკვეთილი-დისკუსია სახელწოდებით - „ხელოვნება ბულინგის წინააღმდეგ“ („ვარდისფერი პერანგების დღე“).

ვინაიდან გაკვეთილი ხელოვნების საგნის სწავლების ფარგლებში იყო ორგანიზებული, მოსწავლეები წარდგნენ თემატური პოსტერებით, ფერწერული ნამუშევრებითა და ვარდისფერი პერანგებით, რამაც აქტივობას განსაკუთრებული შინაარსი და სიმბოლური დატვირთვა შესძინა.

გაკვეთილის პირველ ნაწილში მოსწავლეებმა პრეზენტაციების საშუალებით წარმოადგინეს, თუ როგორ ემსახურებოდა ხელოვნება სხვადასხვა ეპოქაში პოლიტიკურ, რელიგიურ და სოციალურ იდეებს, ასევე როგორ იქცა საზოგადოებრივი პრობლემების წარმოჩენისა და სხვადასხვა უარყოფითი მოვლენის მიმართ პროტესტის გამოხატვის ეფექტიან საშუალებად.

შემდეგ ყურადღება დაეთმო „ვარდისფერი პერანგების დღის“ ისტორიასა და მნიშვნელობას. მოსწავლეებმა განიხილეს ამ დღის წარმოშობა, მისი მთავარი გზავნილი და ის ღირებულებები, რომლებსაც იგი ეყრდნობა.

განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სასკოლო ბულინგის პრობლემას. მონაწილეებმა იმსჯელეს ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე, მის შესაძლო შედეგებსა და პრევენციის გზებზე. აღინიშნა, რომ სასკოლო ასაკში ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან და ხშირად ვერ ახერხებენ მსგავსი პრობლემების შესახებ ღიად საუბარს, რაც შესაძლოა სერიოზული შედეგების მიზეზად იქცეს.

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ როგორც მოსწავლეები, ისე პედაგოგები, რამაც შეხვედრა უფრო საინტერესო, მრავალმხრივი და შინაარსიანი გახადა.

ღია გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და ურთიერთპატივისცემის ღირებულებების გაძლიერებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება