სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უდაბნოებად ქცევისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღია გაკვეთილი დიდი არაქალის საჯარო სკოლაში 
15-06-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგებმა წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს, მოსწავლეებს სთავაზობდნენ მრავალფეროვან გაკვეთილებს, მიმართავდნენ თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს. საგნობრივ სწავლებასთან ერთად, კი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავდნენ, აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს.

უდაბნოებად ქცევისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-10 კლასში ჩატარდა გეოგრაფიის ღია გაკვეთილი თემაზე - „ნიადაგის ეროზია და გაუდაბნოება“.

გაკვეთილს უძღვებოდა გეოგრაფიის მასწავლებელი არმენუჰი გომციანი.

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს ნიადაგის ეროზიისა და გაუდაბნოების გამომწვევი ძირითადი მიზეზები, მათი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური შედეგები. ასევე ისაუბრეს ნიადაგის დაცვისა და აღდგენის ეფექტიან გზებზე და ადამიანის საქმიანობის გავლენაზე გარემოზე.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები, პოსტერები და საინფორმაციო მასალები, აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და მდგრადი განვითარების იდეების გააზრებას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღია გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ეკოლოგიური ცოდნის გაღრმავებას, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება