| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
გაიმართა მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. პატარებმა წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ისწავლეს.
ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან გამოთხოვება. პირველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.
„ჩემმა საოცარმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაგვახარეს თავიანთი შემოქმედებით. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ მიყვარს და მეამაყება თითოეული მათგანი!
დიდი მადლობა, ჩემს გვერდით მყოფ საუკეთესო მშობლებს მხარდაჭერისათვის.
მუსიკისა და ცეკვის მასწავლებლებს: ნანა ჭელიძესა და მელანო დარჩიას საოცარი ნომრების მომზადებისთვის!
კიდევ ერთხელ, გილოცავთ, ჩემო პატარებო, დაწყებითი საფეხურის დასრულებას! წინ კიდევ ბევრი წარმატება გელით!“, - აღნიშნავს ინდირა შათირიშვილი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა