| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. პედაგოგებმა წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
აღსანიშნავია, მე-11 კლასში, ჩატარებული ქართულის, როგორც მეორე ენის ღია გაკვეთილი.
გაკვეთილს უძღვებოდა მასწავლებელი არუსიაკ აბდულიანი. გაკვეთილის თემა იყო „ხელოვნური ინტელექტი და რობოტი სოფია“. მოსწავლეებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, მისი შესაძლებლობებისა და თანამედროვე სამყაროში მისი როლის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოში ცნობილ ჰუმანოიდ რობოტს - სოფიას, მის ფუნქციებსა და მიღწევებს.
გაკვეთილი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში, გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს, წარმოადგენდნენ პრეზენტაციებს და მსჯელობდნენ ტექნოლოგიური პროგრესის დადებით და შესაძლო გამოწვევებზე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა