| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N39 საჯარო სკოლაში ეროვნულმა სულმა იზეიმა.
სკოლაში კიდევ ერთი ულამაზესი ღონისძიება ჩატარდა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე სავსე იყო სიყვარულით, სიამაყითა და იმ განსაკუთრებული ემოციებით, რომელსაც მხოლოდ სამშობლოზე საუბარი გვანიჭებს.
მე-44 კლასის (დამრიგებელი თამილა გავაკეთაშვილი) გამოსაშვებმა ღონისძიებამ - „საქართველო ჩემო მხარე“ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა რამდენად ძვირფასი და უნიკალურია ჩვენი ქვეყანა - თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებითა და ულამაზესი კუთხეებით.
ნიჭიერმა მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და გულწრფელი სიყვარულით წარმოაჩინეს საქართველო. მათი ნათქვამი თითოეული სიტყვა და გულით გადმოცემული განცდა ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარულის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო.
„მადლობა ჩვენს ბავშვებს და მათ დამრიგებელს იმ სითბოსთვის, შრომისა და სიხარულისთვის, რომელიც ამ დღეს შემატეს. ასეთი დღეები გვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული გულიდან იწყება და თაობიდან თაობას გადაეცემა
საქართველო - ჩვენი სიამაყე, ჩვენი სიყვარული და ჩვენი მომავალია!“,-აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა