სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით გორს ესტუმრნენ
17-06-2026
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მადონა ვარდოშვილის ხელმძღვანელობით, შემეცნებით-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში გორში იმყოფებოდნენ, სადაც საინტერესო დღე გაატარეს.

ექსკურსიის მონაწილეებმა მოილოცეს სამთავისის მონასტერი - ქართული კულტურისა და სულიერი მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი.

მოსწავლეები გაეცნენ ტაძრის ისტორიას, მის მნიშვნელობასა და ქართულ კულტურაში მის განსაკუთრებულ ადგილს. ბავშვებმა ასევე მოინახულეს ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. 

მათ მიიღეს საინტერესო ინფორმაცია მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, უკეთ გაიცნეს იმ ადამიანის ღვაწლი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული განათლებისა და ლიტერატურის ისტორიაში.

შემეცნებით აქტივობებთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დრო ბუნებაშიც გაეტარებინათ.

მესამეკლასელებმა ითამაშეს ბუნებაში და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება