| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IVბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ქეთევან გაგოშიძის ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის დასასრულს შთამბეჭდავი შემაჯამებელი ღონისძიება წარმოადგინეს.
ღონისძიება სამშობლოს სიყვარულს, ეროვნულ ღირებულებებსა და ქართული კულტურის პატივისცემას ეძღვნებოდა. მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს მრავალფეროვანი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები, ლექსები და სიმღერები, სადაც ხოტბა შეასხეს საქართველოს, მის მდიდარ ისტორიასა და სახელოვან წინაპრებს.
ღონისძიება გამოირჩეოდა შემოქმედებითი მრავალფეროვნებით.
საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა მშობლების მონაწილეობამ. ისინი შვილებთან ერთად ჩაერთნენ ღონისძიებაში და შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერა „მრავალჟამიერი“, რამაც სკოლაში განსაკუთრებული ერთიანობისა და სიამაყის განცდა დაატრიალა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა