| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის VIIIა კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო-შემეცნებითი ექსკურსიით ბორჯომის ხეობას სტუმრობდნენ.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შესახებ, ასევე მათი ინტერესის გაზრდა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და ეროვნული ფასეულობების მიმართ. კლასს ხელმძღვანელობდა დამრიგებელი იოსებ აფაქიძე.
მოსწავლეებმა მოინახულეს ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი და წმიდა გიორგის სახელობის მწვანე მონასტერი - საქართველოს შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი კულტურულ-რელიგიური ძეგლები.
მე-8 კლასელები გაეცნენ მონასტრების ისტორიას, არქიტექტურულ თავისებურებებსა და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ეს სიწმინდეები ქართული კულტურისა და სულიერების განვითარებაში ასრულებდნენ.
ექსკურსიის მონაწილეებმა ასევე მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის - თორის შესახებ. მოსწავლეებმა შეისწავლეს რეგიონის წარსული, ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და ის ისტორიული მოვლენები, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ამ მხარის განვითარებაში.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა