სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 სკოლის ხელოვნების მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობები
15-06-2026
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ანა ანდრიაშვილი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი შემოქმედებითობის წახალისებაზე აქიურად ზრუნავს და ბავშვებს ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობს. 

პედაგოგმა მე-5 კლასის მოსწავლეებთან ერთად დადგა შთამბეჭდავი სპექტაკლი - „მსოფლიოს დიდი მხატვრები“.

მოსწავლეებმა სცენაზე ცნობილი მხატვრები და მათივე დახატული პორტრეტები გააცოცხლეს. ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალურად და ქართულ და ინგლისურ ენებზე წარიმართა. 

სპექტაკლის დაწყებამდე ანა ანდრიაშვილმა აუდიტორიას მიმართა. 

„ეს სცენარი, სასკოლო სცენარების  კრებულზე დაყრდნობით დავწერე. თითოეული პერსონაჟზე ფიქრისას თვალწინ მედგა თითოეული ჩემი მოსწავლე. მათი ინტერესებით, შესაძლებლობებით, ხასიათით და გარეგნობით. გზადაგზა სცენარს ჩემს ბავშვებს ვაცნობდი, მათგან მიღებული უკუკავშირი კი მეხმარებოდა ახალი პერსონაჟების შექმნაში. შემოვიკრიბე მუსიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები, ეკატერინე დენტოშვილი და ნინო ვარამიშვილი, რომელთაც ახალი სული შთაბერეს სცენარს. უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, ყვარლის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლეილა ქოჩორაშვილმა,  სასწავლო ნაწილმა თათა ფეიქრიშვილმა  და მე-5ბ კლასის მშობლებმა და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით“,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პედაგოგმა. 

2 აპრილს, ანა ანდრიაშვილს სადამრიგებლო მე-5ბ კლასი, თიხის ოსტატთან ჰყავდა სტუმრად,  მასტერკლასზე. სადაც მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა გზას გადის თიხა ჭურჭლამდე,  შეისწავლეს თიხის დამუშავება, სხვადასხვა ნივთების დამზადება და მოხატვა, სააღდგომო თემატიკაზე დაამზადეს სხვადასხვა ნაკეთობები. 

„გვახსოვდეს 9 აპრილი“- ამ სლოგანით მე-8ბ და მე-5ბ კლასების მოსწავლეებმა, ანა ანდრიაშვილის ხელმძღვანელობით, 9 აპრილის თემაზე მოიძიეს ინფორმაცია, მოხატეს და  დაამზადეს პოსტერები. 

ხელოვნების გაკვეთილზე, აპლიკაციის ტექნიკით დაამზადეს ხელოვნური ტიტები. 8 აპრილს კი დიდ დასვენებაზე სკოლაში მასწავლებელბს გადასცეს და სასკოლო საზოგადოებას შეახსენეს რატომ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება