სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეშტიის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი წარმატებული ნაბიჯები და ზეიმით დასრულებული ანბანის სწავლა 
15-06-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა განსაკუთრებული და ემოციური ღონისძიება, რომლითაც პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის წარმატებით შესწავლა იზეიმეს.

ღონისძიება მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიეძღვნა და მათი სასწავლო მიღწევების აღნიშვნას ისახავდა მიზნად.

პატარები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და თეატრალური დადგმებიც წარმოადგინეს. 

 ეშტიის N2 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს მშობლიურ ანბანს  მცირე წარმოდგენებით, სიმღერებითა და საცეკვაო ნორმებით.

ღონისძიებას მასწავლებელი ბ. ჰოვსეფიანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პატარებს ანბანის წარმატებით შესწავლა დიდი სიყვარულით მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

ანბანი დასაწყისია... ანბანი არის ქვაკუთხედი... 

ძვირფასო ბავშვებო, დღეს თქვენ გადადგით თქვენი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცოდნის სამყაროსკენ.

მოგზაურობა ანბანამდე დასრულდა, მაგრამ იწყება ახალი უფრო სავსე და მშვენიერი გზა.

არა მხოლოდ ანბანია თქვენს ხელშია, არამედ ოცნების და სწავლის ძალაც.

ძვირფასო მოსწავლეებო, თქვენ უკვე წიგნიერები ხართ. დაე, მესროპ მაშტოცისეული​ ასოები გახდეს გასაღები მეცნიერების კარის გასაღებად.

ყველას გლოცავთ, როგორც დედა და დიდი გულშემატკივარი“,- აღნიშნა ბ. ჰოვსეფიანმა. 

იხილეთ ვიდეო

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება