სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გზა, რომელიც ერთად გავიარეთ“ - ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
12-06-2026
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლელე მჭედლიძე) სასკოლო ცხოვრების წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს. 

მოსწავლეებმა დევიზით - „გზა, რომელიც ერთად გავიარეთ“ გამოსაშვები ღონისძიება გამართეს.

გამოსაშვები ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა.

მოსწავლეებმა, თემიდან გამომდინარე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, სამადლობელი სიტყვებით მოეფერნენ მასწავლებლებს.

შესრულდა ცეკვები, სიმღერები, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული ღონისძიების ორგანიზატორი, მუსიკის პედაგოგი მაია რიჟამაძე.

მოსწავლეებმა გაიხსენეს დრო, თითქოს გუშინ იყვნენ პირველკლასელები, როგორ ეფერებოდა კლასის დამრიგებელი ლელა მჭედლიძე და თბილი სიტყვებით მიმართავდა ბავშვებს - „ჩემო ნიჭიერო პატარებო“, ეფერებოდა და „აი იას“ დიდი სიყვარულით ასწავლიდა. 

მოსწავლეებმა ასევე მოაწყეს გამოფენა სადაც გამოფინეს თავიანთი ხელით შექმნილი ნამუშევრები.

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ შიდასასკოლო შეჯიბრში - ჭადრაკში გამარჯვებულები. მესამე ადგილოსან გიორგი შუბითიძესა და პირველადგილოსან ​ ბარბარე ჩუბინიძეს, სიგელები, მედლები და პრიზი გადასცა სპორტისა და ჭადრაკის პედაგოგმა ნიკოლოზ ფაფაკერაშვილმა.

ღონისძიების გაფორმებაში აქტიურად იყვნენ ჩართული პედაგოგები: დაწყებითი კლასის მასწავლებელი ეკატერინე თედეშვილი და ხელოვნების პედაგოგი ანა ღამბარაშვილი.

სკოლის დირექტორმა ელზა მაისურაძემ მოსწავლეებს მე-4 კლასის წარჩინებით დასრულებისა და სასკოლო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადასცა. 

დღის ბოლოს მოსწავლეთა თეთრი მაისურები სიმბოლურად საუკეთესო სურვლებით აჭრელდა. 

„ვარსკვლავიც გავუხსენით ჩვენს მოსწავლეებს“,- გვეუბნება ღონისძიების ორგანიზატორი და მადლობას უხდის მშობლებს და პედაგოგებს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის, მოსწავლეებს კი ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.

იხილეთ ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ პირველკლასელთა დასახვედრად

ეზოში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება