სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მადლიერებით სავსე სიტყვები პირველ მასწავლებელს და მეოთხეკლასელთა ემოციური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში
12-06-2026
-
+


ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასკოლო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა საზეიმო, გამოსაშვები ღონისძიებით აღნიშნეს. ეს დღე ორმაგად ემოციური კი იმიტომ აღმოჩნდა, რომ პატარები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.

ბავშვებმა საჯაროდ გამოხატეს უდიდესი სიყვარული იმ ამაგისთვის, მოთმინებისა და სითბოსთვის, რომელსაც პედაგოგი ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიურად უზიარებდა, თითოეული ფრაზა კი  გახლდათ დასტური, რომ კლასის დამრიგებელმა შეძლო არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ კლასის შეკვრა ერთ მეგობრულ ოჯახად.

დაწყებითი კლასების დასრულება დიდი გზის მხოლოდ დასაწყისია. ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

ჩვენ კი დავძენთ, რომ ეს დღე, ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვებითა და გულწრფელი ემოციებით, დიდხანს დარჩება როგორც მოსწავლეების, ისე მათი დამრიგებლის მეხსიერებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება