სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რეისი მეოთხე კლასიდან მეხუთეს მიმართულებით - ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასი ორიგინალურად დაასრულეს
12-06-2026
-
+


რეისი: მეოთხე კლასიდან მეხუთე კლასის მიმართულებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასი ორიგინალურად დაასრულეს.

​მოსწავლეები წარადგინა მე-5 კლასელმა მეგობარმა - ანზორ აბესაძემ, მხიარული მუსიკალური მიქსის შემდეგ კი... აეროპორტის განცხადება გაისმა და ბავშვები მეხუთე კლასში გადასაფრენად მოემზადნენ.

​რეისზე ასასვლელად მათ მკაცრი საბაჟო კონტროლი გაიარეს:

  • ​ცოდნის კონტროლი - სადაც თავიანთი ნიჭი და განათლება აჩვენეს;
  • აკრძალული ბარგის ამოღება - საიდანაც ყველა მავნე თვისება და ჩვევა მეოთხე კლასში დატოვეს, რათა მომავალში მხოლოდ საუკეთესო თვისებებით იფრინონ.

​ფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ, დამრიგებელმა მარგალიტა ციცქიშვილმა მოსწავლეებს საგანგებო ნომინაციები და სიგელები გადასცა. პატარებს ახალი ეტაპის დაწყება თბილი სიტყვებით მიულოცეს სკოლის დირექტორმა მარინე სარალიძემ და მათმა პირველმა მასწავლებელმა ზეინაბ თუთბერიძემ.

​„ჩვენო ძვირფასებო, სუფთა ფურცლიდან და დიდი შემართებით გზა დაგელოცოთ მეხუთე კლასის სამყაროში! მუდამ ასე მაღლა და ლამაზად გეფრინოთ!“,- აღინიშნა სკოლაში. 

გაიცანით სავიაციო რეისის მონაწილეები - ლილე მოდებაძე, მარიამ სარალიძე, მართა კაპანაძე და ჯაბა კუპატაძე.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება