სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი სიყვარულისა და დიპლომატიის ისტორია სამი საგნის ფოკუსში - საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივა ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლაში
12-06-2026
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო, ნაყოფიერი და შემოქმედებითი საგანმანათლებლო ინიციატივა განხორციელდა.

ჩატარდა სამმხრივი ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე“, რომელმაც ერთ სივრცეში ორიგინალურად გააერთიანა სამი განსხვავებული დისციპლინა: სამოქალაქო განათლება, რუსული ენა და მათემატიკა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს უჩვეულო და დინამიკური გაკვეთილი პედაგოგების: სოფიო გურულის (მათემატიკა), ირინა იმერლიშვილის (რუსული ენა) და ხათუნა ბუთხუზის (სამოქალაქო განათლება) ერთობლივი შრომით დაიგეგმა და განხორციელდა. მათ შეძლეს მოსწავლეებისთვის დაემტკიცებინათ, რომ მეცნიერება, ლიტერატურა და ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთისგან განუყოფელია.

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა იმოგზაურეს დროში და გრიბოედოვის, როგორც დიპლომატის, მოღვაწეობა და მისი და ნინო ჭავჭავაძის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია სხვადასხვა რაკურსით განიხილეს. სამოქალაქო განათლების ჭრილში მათ იმსჯელეს დიპლომატიურ მისიაზე, სახელმწიფოებრივ მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე; რუსული ენის დახმარებით გაეცნენ ეპოქის ლინგვისტურ შტრიხებსა და კონტექსტს, ხოლო ამ ყველაფერს მათემატიკური სიზუსტე შეუხამეს - გამოიყენეს მასშტაბები, ქრონოლოგიური ხაზები და შესაბამისი ფუნქციური ამოცანები.

„გაკვეთილის მთავარი მშვენება, სიამაყე და უდიდესი ღირებულება მისი სრულიად ინკლუზიური და მეგობრული გარემო იყო. კლასთან ერთად, ყველა აქტივობაში დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით იყო ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსმ) მოსწავლე, რომელმაც თანაკლასელებთან ერთად, სპეციალურად ადაპტირებული მასალების დახმარებით, წარმატებით შეასრულა დასახული ამოცანები. აქ ყველამ იგრძნო, რომ თანასწორობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და თითოეული მოსწავლის პოტენციალის რეალიზება ჩვენი სკოლის მთავარი ძალაა.

მადლობას ვუხდით ნიჭიერ  ბავშვებს ასეთი ღრმა, შინაარსიანი და შთამბეჭდავი დღისთვის და ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და კიდევ მრავალ მსგავს კრეატიულ გაკვეთილს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება