| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
ღონისძიებით, მოსწავლეებმა, ამ ოთხი წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უნარები შეაჯამეს და პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, პირველ მასწავლებლებს მათ შრომასა და განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების სტუმრებმა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცეს და უსურვეს ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებლები, სკოლა და ქვეყენა.
გილოცავთ,
დოდო მასწავლებლის (დოდო ბერიანი) „ძვირფასები“, ოთხწლიანი დედობრივი მზრუნველობის შემდეგ, „ოდნავ უფრო დიდობაში“, ზარ-ზეიმით, შებრძანებულები.
ჭკვიანები, ლამაზები, გულისხმიერები, ერთმანეთზე მზრუნველები და მოწესრიგებულები.
დოდო და ნინო მასწავლებლების (ნინო ვენჯელაშვილი) დიდი შრომით და ძალისხმევით, დღეს დღესასწაულიც თავადვე მოიწყვეს.
საზეიმოდ შემოსილნი, ტკბილხმიანი ქართულით გვიკითხავდნენ ლექსებს, გვიმღერდნენ და ინტელექტის გამოცდაც კი მოგვიწყვეს დარბაზს...
ბავშვებო, ასეთივე სიბეჯითით გევლოთ დანარჩენ კლასებშიც, ასევე გეზრუნოთ ერთმანეთზე... უღრუბლო ზეცა თქვენ და ჯანმაგრობა, მზიან საქართველოში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსუსრვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა