| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
11 ივნისს, სკოლაში მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა და არაერთი საზეიმო, შემოქმედებითი თუ საგანმანათლებლო ნომერი გააერთიანა. მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების წარმატებული და ნაყოფიერი წლები შეაჯამეს და წარმოაჩინეს, თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში.
ღონისძიება მხიარული ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს დაწყებითი საფეხურის სხვა მოსწავლეებმაც. ბოლოს კი ბავშვებმა წარმოადგინეს მწერალ ვასილ გულეურის ლექსის - „რწყილი და ჭიანჭვლა“ ინსცენირება, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ორგანიზტორები იყვნენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები - შორენა ლომიძე და მაკა ნეფარიძე. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა - მარინა შველიძემ.
პედაგოგებმა მიულოცეს ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და სასკოლო ცხოვრების გზის ღირსეულად გავლა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა