სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები
19-06-2026
-
+


დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. მოსწავლეები გარემოსდაცვით დღესასწაულს საინტერესო ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა (პედაგოგები: დ. კუჭუხიძე, ხ. ჩუბინიძე ნ. გაბადაძე) წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი მაკეტები, ისაუბრეს დედამიწის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს თემატური ლექსები და სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის დაცვა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

„მადლობა ჩემს საყვარელ მოსწავლეებს აქტიურობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება