სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა
12-06-2026
-
+


სასწავლო წლის მიწურულს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში, ბიბლიოთეკარის- ირმა ჯიბლაძის ორგანიზებით,  მოსწავლეთა მე-10 სასწავლო- შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, დამოუკიდებელი მუშაობის, კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

კონფერენციას უძღვებოდა საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის თავმჯდომარე მაია ხომერიკი.

კონფერენციის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები:

„ციფრული ეპოქა, ციფრული ეკრანი და თეთრი ღამე- ციფრული ეპოქის უხილავი საფრთხე“ მომხსენებელი X კლასის მოსწავლე მარიამ გეგეშიძე. აღნიშნულმა თემამ 79-სასწავლო-კვლევითი კონფერენციის ბიოლოგიის სექციაში I - ადგილი დაიკავა. (ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია მელია);

 „წიგნი თუ კომპიუტერი, საფრთხე და გამოწვევები“ - მომხსენებელი მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ შუბლაძე. (ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  ქეთევან ვეკუა);

 „სილამაზე ღმერთის საჩუქარი თუ ცოდვა“- მომხსენებელი მე-8 კლასის მოსწავლე ელენე ქოიავა. (ხელმძღვანელი: პედაგოგი ქეთევან ვეკუა);

 „მიუწვდომელ წერტილამდე მანძილის განსაზღვრა“- მომხსენებელი მე-9 კლასის მოსწავლე საბა ფირცხალავა და მე-10 კლასის მოსწავლე ქრისტინე პაპავა. (ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი იზაბელა გაბუნია);

 „მაგიური კოქტეილი მცენარეებისთვის“ - მომხსენებლები: მე-10 კლასის მოსწავლეები - ნინო გეგეშიძე და ნონა გოგავა.  (ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი ნანა ძაძამია);

 „ხელოვნური თანამგზავრები და მათი გამოყენება“  -მომხსენებლები:  მე-9 კლასის მოსწავლეები -  ბექა გიგინეიშვილი და გიორგი ჯიბლაძე. ( ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებელი ნათელა კიკაბიძე);

„სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია საქართველოში“ -მომხსენებელი მე-10 კლასის მოსწავლე ანი გაბუნია. (ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი მაია ხომერიკი);

„ედგარ ალან პოს „ანაბელ ლი“ თარგმანი - მომხსენებელი: მე-7 კლასის მოსწავლე სოფია გეგეშიძე. (ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი ლიკა გაბელაია).

„ერკეთის დედათა მონასტერი -სამოთხე დედამიწაზე“ - მომხსენებელი: მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ შუბლაძე.

„სიზმრისა და რეალობის საზღვრის მოშლა მაქს ერნსტის შემოქმედებაში“ - მომხსენებელი: მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ბარნაბიშვილი. (ხელმძღვანელი : სახვითი და გამოყენებითი  ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ჯიბლაძე)

კონფერენციის დასასრულს სკოლის დირექტორმა ნათელა კიკაბიძემ მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება