სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება და პედაგოგის ამაღელვებელი სიურპრიზი  
12-06-2026
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. 

მე-4 კლასის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში და დამრიგებელი სიამაყით აავსეს. 

ამ ლამაზ და სახალისო ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ლალი მურადაშვილმა, რისთვისაც სკოლის ადმინისტრაციისგან მადლობაც მიიღო. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა, რადგან წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, ბავშვებმა დამრიგებელს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

მასწავლებელმა კი საყვარელ მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო!

​გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს - ეს არის დღე, როდესაც თქვენ, ძვირფასო ბავშვებო, ასრულებთ პირველ მნიშვნელოვან ეტაპს თქვენს სასკოლო ცხოვრებაში და გადადიხართ ახალ, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპზე.

მე ძალიან ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენ ბევრი რამ ისწავლეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, შეიძინეთ მეგობრები და გახდით უფრო დამოუკიდებლები.

დღეს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თქვენს მასწავლებლებს, რომლებიც დაუღალავად ზრუნავდნენ თქვენს განვითარებაზე, გაზიარებდნენ ცოდნას და გეხმარებოდნენ სირთულეების დაძლევაში და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ, მშობლებო, თქვენი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. თქვენი როლი თქვენი შვილების აღზრდაში შეუფასებელია.​

ტრადიცია არ დავარღვიე და ამ დღესთან დაკავშირებით, მოგიმზადეთ განსაკუთრებული სიურპრიზი. გადავწყვიტე, რომ გადამეცა თქვენთვის ფოტოები, რომლებიც ასახავს თქვენს მომავალ პროფესიებს. თითოეული თქვენგანი არის ნიჭიერი და აქვს პოტენციალი, მიაღწიოს დიდ წარმატებებს.

მჯერა, რომ თქვენ გახვალთ დიდ გზაზე და გახდებით ღირსეული ადამიანები. არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა, განვითარება და ოცნება წინ დიდი მომავალი გელით! მე ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით და მხარს დაგიჭერთ ყველა თქვენს წამოწყებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს! გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას და ყველა თქვენი ოცნების ასრულებას!“,- აღნიშნა პედაგოგმა და მოსწავლეების ოცნებებს ფოტოებში შეასხა ფრთა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება