სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი დაშბაშის საჯარო სკოლაში
12-06-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

4 ივნისს, სკოლაში პროექტი - „უცხოური ენის დღე“ განხორციელდა. პროექტს ხელმძღვანელობდა რუსული ენის მასწავლებელი ჟანარ კალაჩიანი.

პროექტში ასევე მონაწილეობდნენ  წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მე-5, მე-7 კლასების მოსწავლეები 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ინტერესის ამაღლება და რუსული ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრება, კომუნიკაციური უნარების განვითარება, გამომსახველობითი კითხვის უნარების განვითარება, რუსული ენის ცოდნის ამაღლება (მე-5-მე-9 კლასები), მოსწავლეების საპროექტო აქტივობების ასახვა. 

მოსწავლეებმა პროექტზე დიდი ინტერესით იმუშავეს. პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა, მათ შორის, ბავშვები ხალისით ჩაერთვნენ შემოქმედებით აქტივობებში, დახატეს, მასწავლებელთა აქტიური თანამშრომლობით, ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია. 

სამაგალითო იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლის ურთიერთთანამშრომლობა. 

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ერთმანეთის ინტერესებს გაეცნენ, ითამაშეს ფეხბურთი, მოინახულეს დაშბაშის კანიონი და საინტერესო და სახალისო დღე გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება