| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასკოლო ცხოვრების ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
გაიმართა მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც შთამბეჭდავად წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. ღონისძიება მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებით და საზეიმო ნომრებს.
ბავშვებმა წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში და გულთბილი სიტყვებით გამოემშვიდობნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს.
ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან გამოთხოვება. პირველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.
„ჩემო ძვირფასო ბავშვებო, დღეს ჩვენი ერთად გავლილი 4 წლის გზა სრულდება. თითქოს გუშინ იყო,როცა პატარა ცნობისმოყვარე თვალებით შემოაბიჯეთ კლასში, დღეს კი უფრო თავდაჯერებულები,გაბედულები და ბევრად გაზრდილები მემშვიდობებით.
ამ წლების განმავლობაში ერთად ვისწავლეთ, ვიხარეთ, ვოცნებობდით და ვქმნიდით დაუვიწყარ მოგონებებს.
საკუთარი შვილები არ მყავს, მაგრამ თქვენდამი სიყვარული და ზრუნვა ყოველთვის გულწრფელი და დედობრივიც კი იყო. ამიტომ თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემს გულში.
გისურვებთ ყოველთვის შეინარჩუნოთ სიკეთე, გულწრფელობა, მეგობრობა და ოცნებების რწმენა, იარეთ თამამად თქვენი მიზნებისაკენ, რადგან თითოეულ თქვენგანში დიდი შესაძლებლობა და დიდი მომავალი დავინახე.
მადლობა სიყვარულისთვის, ნდობისთვის, სითბოსთვის და იმ ბედნიერი დღეებისათვის, რომლებიც ერთად გავატარეთ. მიყვარხართ და ყოველთვის ვიამაყებ, რომ თქვენი პირველი მასწავლებელი ვიყავი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს ნდობისთვის, თანადგომისთვის, თანამშრომლობისთვის და იმ სიყვარულისთვის რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში თქვენგან ვიგრძენი. მადლობა, რომ თქვენი ძვირფასი ადამიანები მანდეთ და მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის თანამგზავრი გამხადეთ.
წარმატებულ და ნათელ მომავალს გისურვებთ ჩემო საყვარელო მეოთხეკლასელებო“,- დიდი სიყვარულით მიმართა პედაგოგმა მე-4 კლასელებს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას