სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მომავალი მეწარმეები დღეს ქმნიან ხვალინდელ წარმატებას!“ - ქუთაისის N36 სკოლის მე-10 კლასელებმა მინი-სტარტაპის პრეზენტაცია გამართეს
15-06-2026
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-10 კლასებში წარმატებით გაიმართა მინი-სტარტაპის პრეზენტაცია, რომელიც ჩატარდა არჩევითი საგნის – „მეწარმეობის საფუძვლები“ - ფარგლებში.

სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეებმა შეისწავლეს მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, ბიზნესგეგმის შედგენა, პროდუქტის შექმნა, მარკეტინგისა და ფინანსური დაგეგმვის საწყისი საკითხები. მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მათ შექმნეს საკუთარი მინი-სტარტაპები და პრეზენტაციის ფორმატში წარადგინეს ბიზნესიდეები, პროდუქტები და განვითარების ხედვები.

ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალი, ინოვაციური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარები და პასუხისმგებლობა. თითოეულმა გუნდმა წარმატებით გაართვა თავი საკუთარი იდეის წარდგენასა და არგუმენტირებულ დაცვას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მეწარმეობრივი კულტურის, პრაქტიკული უნარებისა და ეკონომიკური აზროვნების განვითარება, რაც თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„მომავალი მეწარმეები დღეს ქმნიან ხვალინდელ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება