სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სცენაზე გაცოცხლებული „ქეთო და კოტე“ - ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ნამდვილი დღე-სასწაული შექმნეს
11-06-2026
-
+


ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ემოციებით „დახუნძლული“ კიდევ ერთი დღე ოქროს ასოებით ჩაწერეს სკოლის ისტორიაში - მათ ქართული კლასიკა „ქეთო და კოტე“ გააცოცხლეს.

სპექტაკლმა, რომელსაც სასკოლო საზოგადოება დიდი ხანია მოუთმენლად ელოდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს მხოლოდ შემოქმედებითი პერფორმანსი არ ყოფილა - დაწყებითი საფეხურის დასრულების საზეიმო, ემოციური აკორდით ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი ნიჭიერება.

აღსანიშნავია, რომ თითოეული როლისა და მიზანსცენის მიღმა პედაგოგთა შრომა დევს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ,  „განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ძვირფას ნინო მასწავლებელს, რომლის პროფესიონალიზმის გარეშე სპექტაკლი სცენაზე ვერ შედგებოდა; მასთან ერთად ფასდაუდებელი იყო ლია მასწავლებლის მხარდაჭერა და თავდადება... ამ პედაგოგების დამსახურებით, ბავშვებმა შეძლეს ნიჭის რეალიზება და მაყურებლისთვის იმ უნიკალური, დაუვიწყარი ემოციების გაზიარება, რომლებიც დარბაზში მყოფ თითოეულ ადამიანს დიდხანს გაჰყვება. მადლობა მათ თითოეული დახარჯული წუთისთვის და იმ ბედნიერი მოგონებებისთვის, რომლებიც მოსწავლეთა ცხოვრების მყარ საძირკვლად იქცევა“.

აქვე ხაზგასასმელია მშობელთა მაღალი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რაც მოსწავლეთა წარმატებას უდავოდ განაპირობს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის წარმომადგენლები კი მადლობას უხდიან სამაგალითო შილების აღზრდისთვის:

„მადლობა მშობლებს მუდმივად მხარში დგომისთვის, თანამშრომლობისთვის და, რაც მთავარია, ასეთი საოცარი, სამაგალითო შვილების აღზრდისთვის. სკოლაც და ოჯახიც თანაბრად ამაყობს ამ თაობით“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება