| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მე-6 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ მარინა გუგავას ხელმძღვანელობით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეები გაეცნენ ცხოველთა მრავალფეროვან სამყაროს, დაათვალიერეს სხვადასხვა სახეობის ექსპონატები და მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ცხოველთა ცხოვრების წესისა და მათი გარემოს შესახებ.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა - მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკული დაკვირვებით გაიმდიდრეს.
ვიზიტის განმავლობაში მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში, სვამდნენ მათთვის საინტერესო კითხვებს და ყურადღებით ისმენდნენ სპეციალისტების განმარტებებს.
მუზეუმში დაცულმა უნიკალურმა კოლექციებმა მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა კვლევითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა