| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასელები დაწყებით საფეხურს ღონისძიებით დაემშვიდობნენ.
მეექვსეკლასელებმა საბაზო საფეხურზე გადასვლა საზეიმოდ, განსაკუთრებულად მორთულ-მოკაზმულ გარემოში აღნიშნეს.
მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დაასრულეს. ახლა კი, სცენაზე თავიანთი ნიჭი მრავალმხრივ წარმოაჩინეს - წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. ლამაზი გამოსვლებით მათ მადლობა გადაუხადეს ყველა იმ პედაგოგს, რომელიც ამ წლების განმავლობაში მათ გვერდით იყო.
მშობელმა, ნაირა ქალაშიანმა, მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს - ნინა მარიკიანს, მასწავლებლებსა და დირექციას ბავშვების სწავლა-განათლებაში ჩადებული უდიდესი ამაგისთვის.
სკოლის დირექტორმა - ბერნიკ ჰოვსეფიანმა, მიულოცა მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის დასრულება, გადასცა სიგელები და განათლებით სავსე გზა უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა