| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ, ცოდნასა და შესაძლებლობებს კი სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წარმოაჩენენ.
15 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, ესთეტიკა-ეთიკა-სპორტის კათედრაზე, ჩატარდა შიდასასკოლო შეჯიბრი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობდა 22 მოსწავლე.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-3 ადგილი გიორგი შუბითიძემ (მე-4კლ.) მოიპოვა, მე-2 ადგილზე ლევან მაისურაძე (მე-5კლ.) გავიდა, პირველი ადგილი კი ბარბარე ჩუბინიძეს (მე-4 კლ) ერგო.
მოსწავლეებს სპორტის პედაგოგმა ნიკოლოზ ფაფაკერაშვილმა სიგელები, მედლები და პრიზი გადასცა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა