| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
მათ წარმატებით ისწავლეს ანბანი, უკვე კითხულობენ, წერენ. მათი ღონისძიება სახელწოდებით - „ანბანის გაცილება“, სწორედ სასწავლო მიღწევების აღნიშვნას ემსახურებოდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი ნომრები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში შეიძინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარებმა დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მიიღეს მონაწილეობა ღონისძიებაში, რამაც განსაკუთრებული საზეიმო და ემოციური გარემო შექმნა.
ანბანთან გამომშვიდობების დღე მნიშვნელოვანი ეტაპია თითოეული პირველკლასელის ცხოვრებაში, რადგან იგი მათი საგანმანათლებლო გზის ერთ-ერთ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას აღნიშნავს.
ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა მოსწავლეთა მიღწევები, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობები და სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
სკოლაში მადლობას უხდიან კურსდამთავრებულებს სტუმრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა