| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიის“ მე-4 კლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და დაწყებითი საფეხურის ოთხწლიანი გზა შეაჯამეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით -„ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!“ მეტად საინტერესოდ წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა.
მოსწავლეებმა დამრიგებელები სიამაყით აავსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - მაია ნიკოლეიშვილი და მაკა ჭიჭინაძე, რომლებიც მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებლები, სკოლა და ქვეყენა.
„წარმატებული ოთხი წელი და წინ ახალი მიზნებისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
სკოლაში მადლობას უხდიან კურსდამთავრებულებს სტუმრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა