სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა „ინოვაციური გაკვეთილები“ ბიბლიოთეკაში, მუზეუმსა და კინოში
09-06-2026
-
+


ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, არაფორმალური განათლების ფარგლებში, განახორციელეს სასწავლო პროექტი - „ინოვაციური გაკვეთილები“.

გაკვეთილები მიმდინარეობდა არაფორმალური განათლების სივრცეში - პროექტი მოიცავდა სასწავლო გაკვეთილებს - „ბიბლიოთეკა, მუზეუმი და კინო“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანი გახლდათ - სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალურ აქტივობებში ჩართვა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება. 

სკოლის მოსწავლეები ქართული ენის მასწავლებელთან და კლასის დამრიგებელთან ერთად, იმყოფებოდნენ ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს ექსპონატები,  გიდის და მასწავლებლის დახმარებით, გაეცნენ თითოეული ნივთის ისტორიას.

შეხვდნენ მუზეუმის დირექტორს და წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები მსოფლიოს ყველაზე ძველი და დიდი ბიბლიოთეკების შესახებ, ასევე ადგილობრივი   და საქართველოში არსებული მუზეუმების შესახებაც. 

ახალქალაქის მუზეუმის დირექტორი სედა ჰამბარიანუ მოზარდებს მუზეუმის მნიშვნელობასა და მის ისტორიულ-კულტურულ ღირებულებაზე ესაუბრა. 

ასევე  მოსწავლეები გაეცნენ ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მემკვიდრეობას და მუზეუმის მუშაობის სტრუქტურას.

„პროექტის მიზანს ქართული ენის სწავლასთან ერთად, სწორედ, არაფორმალური განათლების ფარგლებში მოსწავლეების  დამოუკიდებელი სწავლის უნარის ორგანიზებაა. მოსწავლეები უნდა იყვნენ მეტად პასუხისმგებლიანნი, მოიძიონ და ინფორმაცია, იზრუნონ გარემოზე, იმუშაონ გუნდურად და იყვნენ თანასწორები, რადგან განათლების მიღება მხოლოდ საკლასო სივრცეში არ ხდება და არაფორმალური გარემო ეფექტურად მუშაობს ზემოაღნიშნული საკითხების დახვეწასა და განვითარებაში 

ბიბლიოთეკა კინო, და მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეებია, სადაც შეგვიძლია ბავშვებს დავანახოთ რეალური პრობლემები, გავაცნოთ სხვადასხვა საინტერესო ფაქტები, ისტორიები და სწავლის ხელშეწყობის ამ გზით, როგორც შეგვიძლია ისე, ვცდილობთ, თავადაც შევიტანოთ ცვლილება უკეთესი სასკოლო ცხოვრების განვითარებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება