სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილ ცოდნას საინტერესო საზეიმო პროგრამით მოუყარეს თავი
09-06-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

პატარებმა მშობლიური „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს და სასწავლო წლის მანძილზე შეძენილ ცოდნას საინტერესო საზეიმო პროგრამით მოუყარეს თავი. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და როლური თამაშებიც შეასრულეს. პატარებმა წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სომხური ენის პედაგოგმა - გეღეციკ გაბრიელიანმა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. მათ მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ბედნიერი არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება