სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

​„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“​ - ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ესეების კონკურსი ჩატარდა
11-06-2026
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ მოაწყო ესეების კონკურსი სახელწოდებით -„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“.

კონკურსში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები: მარიამ ფორჩხიძე (VIIბ კლ.) ცოტნე ბარათაშვილი, ნიკოლოზ რობაქიძე, მართა ბუხრაიძე (VIIIბ კლ.) თამარ ბუხრაიძე (IXბ კლ.) მარიამ ქიმუცაძე, გიორგი ჩაჩავა, საბა ჩაგანავა, საბა კამკამიძე (Xგ კლ.) მარიამ დიდბარიძე, მარიამ განუგრავა (Xბ კლ.)

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში წერითი და შემოქმედებითი უნარების ხელშეწყობა, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება.

ნამუშევრები შეფასდა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.

გამარჯვებულებად დასახელდნენ: IXბ კლასის მოსწავლე თამარ ბუხრაიძე, რომლის პედაგოგი ირმა დვალიშვილი გახლავთ, Xბ კლასის მოსწავლე  მარიამ განუგრავა, რომლის პედაგოგია მაია ჩეჩელაშვილ და  Xა კლასის მოსწავლე  მარიამ ქიმუცაძ, რომლის მასწავლებელია თინათინ ჩაჩავა.

კონკურსის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სკოლის დირექტორმა, ნათია სულავამ გადასცა სამახსოვრო სიგელები და უსურვა წარმატებები სწავლასა და მომავალ საქმიანობაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება