| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეები ვარიანსა და ბორჯომს სტუმრობდნენ.
ექსკურსიის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, დაათვალიერეს მისი სახლ-მუზეუმი და კიდევ უფრო ღრმად შეისწავლეს დიდი ქართველი განმანათლებლის ღვაწლი.
მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს სერაფიმე საროველის მონასტერი, დაათვალიერეს მონასტრის ულამაზესი გარემო.
დღის მეორე ნაწილი ბორჯომის პარკსა და პლატოზე გაგრძელდა, სადაც ბავშვებმა სასიამოვნოდ გაატარეს დრო, დატკბნენ ბუნების სილამაზითა და სუფთა ჰაერით, მიიღეს ახალი შთაბეჭდილებები და გაიმდიდრეს ცოდნა.
„ასეთი ექსკურსიები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების განვითარებას, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის გაცნობასა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა