სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება 
09-06-2026
-
+


ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. 

ტრადიციულად, სკოლაში პირველი კლასის დასრულებას მრავალფეროვანი აქტივობებით და ლამაზი ღონისძიებით აჯამებენ. პატარებმა წელსაც ანბანის გაცილება მოაწყვეს და სასწავლო წლის მანძილზე შეძენილ ცოდნას საინტერესო საზეიმო პროგრამით მოუყარეს თავი. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მასწავლებელი სიამაყით აღავსეს. 

„შთამბეჭდავი ღონისძიებით,  მუსიკალურად და  მხატვრულად გაფორმებული აქტივობებით ჩვენმა პირველკლასელებმა ღიმილით გააცილეს ანბანი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება