სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ისტორია - მეტი ვიდრე წარსული“ - რუსთავის N3 საჯარო სკოლაში სასკოლო კონფერენცია გაიმართა 
08-06-2026
-
+


„რატომ ვსწავლობთ ისტორიას?“ - ეს იყო კითხვა, რომელმაც რუსთავის N3 საჯარო სკოლის საკონფერენციო სივრცე განსაკუთრებული მნიშვნელობით, ფიქრითა და ემოციით აავსო. სწორედ ამ დევიზით გაიმართა სასკოლო კონფერენცია „ისტორია - მეტი ვიდრე წარსული“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ისტორიული აზროვნების, კრიტიკული მსჯელობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღრმავება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ IX და X კლასების მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო თემები, კვლევები და პრეზენტაციები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეული გამოსვლა იყო არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა, არამედ საკუთარი შეხედულებების, ღირებულებებისა და მომავლის ხედვის გაზიარება.

„დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ხშირად გვგონია, რომ ისტორია მხოლოდ თარიღების, ომებისა და სახელების დამახსოვრებაა. თუმცა კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ისტორია გაცილებით მეტია - ის არის ადამიანის გამოცდილების უზარმაზარი საგანძური, რომელიც გვასწავლის შეცდომების გააზრებას, წარმატებების დაფასებას და მომავლის გონივრულად დაგეგმვას“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თემაზე - „ისტორიის შესწავლის გავლენა მოზარდებზე“. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ აყალიბებს ისტორია ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გრძნობას, ტოლერანტობას, კრიტიკულ აზროვნებასა და სამოქალაქო ცნობიერებას. ისტორიის ცოდნა ადამიანს ეხმარება გაიგოს საკუთარი ფესვები, უკეთ შეაფასოს თანამედროვეობა და უფრო გააზრებულად შექმნას მომავალი.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თემამ - „ხელოვნური ინტელექტის როლი - მეგობარი თუ მტერი?“. მოსწავლეებმა იმსჯელეს თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დასკვნა: ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ძლიერი დამხმარე ცოდნის მიღების პროცესში, თუმცა ის ვერასოდეს ჩაანაცვლებს ადამიანის ანალიტიკურ აზროვნებას, მორალურ პასუხისმგებლობასა და ისტორიული მოვლენების ღრმა გააზრების უნარს. სწორედ ისტორია გვასწავლის, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური პროგრესი მხოლოდ მაშინ ემსახურება საზოგადოებას, როდესაც მას ადამიანის გონება და ღირებულებები მართავს.

კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი იყო ისტორიული პერსონაჟების გამოცდილების განხილვა. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს, რომ ისტორიის შემქმნელები მხოლოდ სახელმძღვანელოების ფურცლებზე დარჩენილი ადამიანები არ არიან. ისინი იყვნენ ადამიანები თავიანთი ოცნებებით, შიშებით, შეცდომებითა და გამარჯვებებით. მათი ცხოვრებისეული გამოცდილება დღემდე გვასწავლის სიმტკიცეს, მიზანდასახულობასა და სამშობლოს სიყვარულს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა თემას - „ისტორია და ფილოსოფია“, რომლის ფარგლებში განხილული იყო დიდი მოაზროვნეების - ილია ჭავჭავაძის, ჰეროდოტეს, ედვარდ კარისა და ივანე ჯავახიშვილის - შეხედულებები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი იდეები ისტორიის მნიშვნელობის შესახებ და დაანახეს აუდიტორიას, რომ ისტორიის შესწავლა მხოლოდ ფაქტების გაცნობას არ გულისხმობს. ეს არის მუდმივი დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის, ადამიანის, საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების მიზეზების ძიება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენციამ ნათლად წარმოაჩინა ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი - მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის კრიტიკული გააზრება, სხვადასხვა წყაროს ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობა და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება. წარმოდგენილი თემები სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურებოდა და აჩვენა, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ ისტორიული ცოდნის თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირება.

„ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ისტორია არ არის მხოლოდ წარსულის თხრობა. ისტორია არის სარკე, რომელშიც ვხედავთ საკუთარ თავს; არის ხიდი, რომელიც წარსულს მომავალთან აკავშირებს; არის მასწავლებელი, რომელიც გვაფრთხილებს, გვაძლიერებს და გვასწავლის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ისტორიის მასწავლებელ ხათუნა პაპაშვილს იმ განსაკურრებული წვლილისთვის, რომელიც კონფრენციის წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის. 

„კონფერენციის წარმატებით ჩატარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ისტორიის მასწავლებელს, ქალბატონ ხათუნა პაპაშვილს, რომლის პროფესიონალიზმმა, შრომამ და მოსწავლეებისადმი ერთგულებამ ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა, კვლევითი უნარები და შემოქმედებითი ხედვა ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოეჩინათ“,- ამბობენ სკოლაში. 

„დღის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი სწორედ იმ კითხვას გაეცა, რომელმაც კონფერენციას მისცა სახელი - რატომ ვსწავლობთ ისტორიას?

ვსწავლობთ იმიტომ, რომ გავიგოთ ვინ ვიყავით, უკეთ შევიცნოთ ვინ ვართ და პასუხისმგებლობით ავაშენოთ ის, ვინც ხვალ ვიქნებით. რადგან ისტორია მხოლოდ წარსული არ არის - ისტორია ჩვენი მეხსიერებაა, ჩვენი გამოცდილებაა და ჩვენი მომავლის საფუძველია“,- დასძენენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება