| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა.
სკოლის მოსწავლეებმა - ნია ფუტკარიამ (VII კლასი), ანა-მარია ფუტკარაიამ (VII კლასი), თამარ მორგოშიამ, ანასტასია აბშილავამ (VIII კლასი), მარი მორგოშიამ, ელენე ოთხოზორიამ ( lX კლასი), მართა საჯაიამ და ალექსა ფიჩხაიამ ( X კლასი) ხელოვნებაში, იმუშავეს მორიგ საინტერესო პროექტზე სახელწოდებით - „ლეონარდო და ვინჩი - უნივერსალური ადამიანი“.
პროექტის პრეზენტაციისას მოსწავლეებმა საფუძვლიანად წარმოადგინეს ლეონარდო და ვინჩის ცხოვრება, მისი მხატვრული, სამეცნიერო თუ საინჟინრო საქმიანობა.
გამოყენებული იყო მრავალფეროვანი ინფორმაცია, დაცული - ლოგიკური თანმიმდევრობა - თუ რატომ მიიჩნევა ლეონარდო რენესანსის ეპოქის „უნივერსალურ ადამიანად“ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლეონარდოს მრავალმხრივი მიღწევები მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.
პრეზენტაცია იყო საინტერესო და მრავალფეროვანი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფაქტების შემოქმედებითი მიდგომა და ხარისხიანი ვიზუალური მასალა. შეძლეს თემის დამაჯერებლად და გასაგებად წარმოდგენა.
პროექტს ხელმძღვანელობდა ხელოვნებისა და ქიმიის მასწავლებელი ელისო ჯალაღონია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა