სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 სკოლაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ დებატები გაიმართა 
15-06-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას. 

7 მაისს, სკოლაში ეკოკლუბ „ახალი სხივის“ (ლიდერი მასწავლებელი - ელისო მაწკეპლაძე) ინიციატივით, გაიმართა დებატები თემაზე - „უნდა იცავდეს თუ არა სახელმწიფო თითოეული მოქალაქის უფლებას“.

დებატებში აქტიურად მონაწილეობდნენ IXბ კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წარმოაჩინეს:

  • კრიტიკული აზროვნება;
  • არგუმენტირებული მსჯელობა;
  • განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემა;
  • დემოკრატიული კულტურის უნარები.

ღონისძიებას მსაჯობდა მოწვეული მსაჯი - ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დებატების კლუბის ლიდერი-მასწავლებელი თამარ ციცვიძე, რომელმაც მოსწავლეებს პროფესიული რეკომენდაციები მისცა:

  • დებატების ტექნიკის
  • საჯარო გამოსვლის
  • ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა მჭიდრო კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, განსაკუთრებით კი:

  • მიზანი 4 - ხარისხიანი განათლება

დებატებმა ხელი შეუწყო არაფორმალური განათლების განვითარებას, მოსწავლეთა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების გაძლიერებას.

  • მიზანი 10 - შემცირებული უთანასწორობა

მოსწავლეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებების თანასწორად დაცვის აუცილებლობაზე, რაც სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება.

  • მიზანი 16 - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობამ გააღრმავა მოსწავლეთა ცნობიერება ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობისა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის მნიშვნელობის შესახებ.

„დებატები მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან მათ არა მხოლოდ საკუთარი აზრის დაფიქსირება, არამედ განსხვავებული შეხედულებების მოსმენა, პატივისცემა და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვაც ისწავლეს, რაც აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება