სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის №32 სკოლაში, პროექტის - „პროფესია - ჩემი მომავლისთვის“ ფარგლებში, ევროპის ჩემპიონს - ძიუდოისტ ილია სულამანიძეს უმასპინძლეს
09-06-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში, პროექტის - „პროფესია - ჩემი მომავლისთვის“ (ხელმძღვანელი - ელისო მაწკეპლაძე) ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ევროპის ჩემპიონთან, ქართველ სპორტსმენთან, ილია სულამანიძესთან.

შეხვედრა წარიმართა მოსწავლეებთან აქტიური დიალოგის ფორმატში. ილია სულამანიძემ ისაუბრა საკუთარი წარმატების გზის შესახებ, პირველ ნაბიჯებზე სპორტში, ბავშვობის გამოცდილებაზე, მიზნების დასახვასა და მათ მისაღწევად საჭირო შრომისმოყვარეობაზე.

სტუმარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ძიუდოს ფედერაციის როლზე, სპორტული გარემოს მნიშვნელობასა და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც აუცილებელია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის.

მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიები, მიიღეს მნიშვნელოვანი რჩევები და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია:

მიზანდასახულობა;

დისციპლინა;

მუდმივი შრომა;

საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

შეხვედრა ინტერაქციული და ემოციურად დატვირთული იყო. მოსწავლეებმა სტუმარს დაუსვეს საინტერესო კითხვები, მიიღეს ამომწურავი პასუხები და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები მათთვის განსაკუთრებით შთამაგონებელი და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

აღნიშნულმა შეხვედრამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მოტივაციის გაძლიერებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება