სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თავისუფლების პატარა მცველები მულახის საჯარო სკოლიდან
09-06-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკაში, ნამდვილი ისტორიული მოგზაურობა მოაწყვეს. 

I-IV კლასის მოსწავლეებმა საოცარი „დროის ხაზი“ გააცოცხლეს - იმოგზაურეს 100 წლის წინანდელ საქართველოში, გაიცნეს ეროვნული გმირები და გაიაზრეს, თუ რა დიდი ფასი აქვს თავისუფლებას.

​ცოდნის შეჯამება კი მხიარული ვიქტორინით გაგრძელდა. ბავშვები ორ გუნდად გადანაწილდნენ, კითხვებს სხარტად სცემდნენ პასუხებს, თითოეული სწორი პასუხისთვის კი საქართველოს პატარა დროშებს იღებდნენ.

„ძალზედ ემოციური, დაძაბული და გონივრული თამაში სიმბოლურად - ფრედ დასრულდა!  იმიტომ, რომ ჩვენმა პატარებმა ზუსტად იციან: მთავარი - „ძალა ერთობაშია!“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება. 

​დღესასწაული ტკბილი ალაფურშეტითა და ბავშვების ბედნიერი ღიმილით დაგვირგვინდა.

„დ​იდი მადლობა თითოეულ მონაწილეს ჩართულობისთვის, დიდი ინტერესის გამოჩენისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის“,- აღშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება