| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები აღინიშნა.
დედისა და ქალთა დღეები მთელმა სკოლამ იზეიმა.
ამ ღირსშესანიშნავი დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება პედაგოგების - დინარა კვარაცხელიას, ქეთინო ზარქუას და რიმა ქვაცაბაიას ინიციატივით, ჩატარდა.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიულოცეს დღესასწაულები ძვირფას ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს და მათთვის მრავალფეროვანი ღონისძიება მოამზადეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი ნომრები, წაიკითხეს ლექსები და თბილი სიტყვებით გამოხატეს მადლიერება დედებისა და მასწავლებლების მიმართ.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დედისა და მასწავლებლის როლს საზოგადოებაში.
„ბუნება იღვიძებს, სამყარო მწვანდება, იბადება ახალი სიცოცხლე და ახალი იმედი. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ ლამაზ სეზონზე აღვნიშნავთ დედის დღესა და ქალთა დღეს.
მადლობა პედაგოგებს ამ ლამაზი და საინტერესო ღონისძიებისთვის!
ვულოცავთ ყველა დედასა და ქალბატონს ამ განსაკუთრებულ დღეებს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულსა და უსაზღვრო ბედნიერებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში ამ ლამაზი დღის ამსახველ კადრებს გვიზიარებენ.
იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9,
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 5 აპრილამდეა
მთავარი შეცდომა, რომელსაც ეროვნულებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტები უშვებენ - NAEC-ის დირექტორი დეტალებზე საუბრობს
„მასწავლებლებმა უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ღმერთი არის სიყვარული“...
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია