| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ფილტვის ანთება და გრიპი ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა - მოიმატა კორონავირუსის გავრცელებამაც.
მისივე თქმით, ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას და სპეციფიკური სიმპტომია სტვენითი სუნთქვა.
„დეკემბრის შუა რიცხვებში გრიპის შემთხვევების ჯამური რაოდენობა ქვეყანაში შეადგენდა 70%-ს. ახლა, მარტის პირველი და მეორე კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები შემცირდა 7%-მდე.ყველაზე მეტია სწორედ რესპირაციულ სინციტიური ვირუსი. თუ გადავხედავთ, ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება, ახლა ბრონქიოლიტი სჭარბობს. ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას, სპეციფიკური სიმპტომი აქვს სტვენითი სუნთქვა.
ეს არის ბრონქიოლიტის წამყვანი მიზეზი, რაც განპირობებულია ბრონქიოლების შევიწროებით.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდხანს არ იყო ქვეყანაში და ბოლო პერიოდში გამოჩნდა კორონავირუსი - მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა.
ეს მატება არ შეეხო მძიმედ მიმდინარე დაავადებას, პირველადი ჯანდაცვის რგოლის პაციენტები არიან. კორონავირუსის შემთხვევები მარტის თვეში გაცილებით ბევრი იყო გასულ თვეებთან შედარებით. „ომიკრონის“ ერთ-ერთი მუტაცია ცირკულირებს. საუბარი, რომ საფრთხეს წარმოადგენს, არ არის, მაგრამ, მომატებული არის“, - აღნიშნავს ჩხაიძე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი