| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის, შილდის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში ხანძარი გაჩნდა. დაკვამლიანება ერთ-ერთმა ძიძამ შენიშნა, რის შემდეგაც შენობიდან ბავშვებისა და აღმზრდელების ევაკუაცია მოხდა - სააღმზრდელო ოთახში ცეცხლი სავარაუდოდ შეშის ღუმლიდან გავრცელდა და ჭერის ნაწილს მოედო.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ცეცხლის ქრობისას, წყლის ნაკადმა ჭერი დაასველა და ის ნაწილობრივ ჩამოიშალა - ინფორმაციას ავრცელებს „მთავარი ამბები კახეთიდან“.
ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა, შენობის სიძველიდან გამომდინარე, ბავშვები ბაღიდან დაუდგენელი ვადით დაითხოვეს, სანამ ჭერისა და სავარაუდოდ, იატაკის აღდგენაც არ მოხდება.
ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნონა დავითაშვილის თქმით, შენობაში საბუხრეები არ არის და ოთახებში შეშის ღუმელები გამოიყენება. მისი ვარაუდით, აალება ნაპერწკალმა გამოიწვია.
„45 ბავშვი შენობიდან გავიყვანეთ და 112-ში დავრეკეთ. ბაგა-ბაღი ისტორიულ გალავანშია მოქცეული, რის გამოც კაპიტალური რემონტის ჩატარება რთულია. ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად მიზანშეწონილია ასეთ სივრცეში ფუნქციონირება. დაიწყება ზიანის შესწავლა“, - განაცხადა ნონა დავითაშვილმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას