სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კლიპი, რომელშიც სამინისტრო 136 000 ლარის გადახდას აპირებს, ზოგადი განათლების რეფორმის პოპულარულობისთვის შეიქმნება
27-03-2026
-
+


ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებისთვის განათლების სამინისტრო 136 000 ლარს გადაიხდის. 

სატენდერო დოკუმენტში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დღეს გამოქვეყნდა აღნიშნულია, როგორი უნდა იყოს ვიდეოს შინაარსობრივი ნაწილი - ვიდეორგოლში მკაფიოდ უნდა აისახოს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და უზრუნველყოფილი იყოს მათი ვიზუალური აღქმა.

ვიდეოში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს შემდეგ საკითხებზე: მოსწავლეების ახალი ფორმები (სამინისტროს მხრიდან მთავარი პერსონაჟებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ოფიციალურად დამტკიცებული სასკოლო ფორმა, ხოლო მოსწავლეების მასობრივი კადრებისთვის კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ფერის და სტილის (ოფიციალური ფორმის მსგავსი) პიჯაკები, შარვლები, კაბები).

მობილური ტელეფონის გამოყენების ახალ წესი სასკოლო გარემოში.

ამასთანავე, ვიდეოში აუცილებელია წარმოდგენილი იყოს:

მოსწავლეების მიერ საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის კადრი, ფონად უნდა ისმოდეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების (ზგემის) დოკუმენტის ვიზუალური კადრი;

სასკოლო ინფრასტრუქტურა (სკოლის შენობა, საკლასო ოთახები, გარემო);

სკოლის ყოველდღიური პროცესის ამსახველი კადრები, სადაც ჩანს: მანდატური, მასწავლებელი და სკოლის დირექტორი.

ვიდეო უნდა ასახავდეს თანამედროვე, მოწესრიგებულ და უსაფრთხო სასკოლო გარემოს, სადაც ნათლად ჩანს რეფორმის შედეგად განხორციელებული ცვლილებები და მათი გავლენა სასკოლო ცხოვრებაზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება