| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა ის სამეცნიერო მიმართულებები, რომლის ფარგლებშიც, საკონკურსო პროექტებს სახელმწიფო დააფინანსებს.
ესენი გახლავთ:
ა) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;
გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
დ) აგრარული მეცნიერებები;
ე) სოციალური მეცნიერებები;
ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები.
მინისტრის ბრძანებით, ასევე შეიცვალა კონსულტანტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც აქამდე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის აუცილებლობას ითვალისწინებდა და აგრეთვე უნდა ყოფილიყო უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც სამეცნიერო კონსულტირებას გაუწევდა ახალგაზრდა მეცნიერს კვლევის პროცესში.
ცვლილების მიხედვით კი კონსულტანტი უნდა იყოს: „პირი, რომელსაც გააჩნია კვლევითი პროექტის კონკრეტული სამეცნიერო, მეთოდოლოგიური, ტექნიკური ან გამოყენებითი ასპექტების შესაბამისი სპეციალიზებული ექსპერტიზა/ცოდნა, პროფესიული კომპეტენციები და პრაქტიკული გამოცდილება“. გარდა ამისა, ახალი რეგულაციით, იგი კონსულტირებას უწევს ახალგაზრდა მეცნიერს „კვლევის პროცესში სამეცნიერო/აკადემიური ზედამხედველობის, პროექტის მართვისა და კვლევების შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი