სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის
15-03-2026
-
+


პროფესიული განათლების მასწავლებლის განახლებულ დოკუმენტში ერთ სტანდარტი, რომელიც პედაგოგმა უნდა დააკმაყოფილოს არის სასწავლო პროცესის წარმართვა.

რას გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვა და რა კომპეტენციებს უნდა აკმაყოფილებდეს ძირითადი მასწავლებელი –  პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე, მათ შორის სხვადასხვა საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე, ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა სასწავლო გეგმის და სწავლის შედეგების შესაბამისად, თანამედროვე/მრავალფეროვანი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით. 

პროფესიული განათლების მასწავლებლის კომპეტენციები:

შეუძლია სწავლის შედეგების შესაბამისი სწავლების მეთოდების განსაზღვრა, შერჩევა და გამოყენება;

იცნობს სწავლების უნივერსალური დიზაინის ძირითად პრინციპებს და როგორც ფიზიკური გარემოს, ასევე სასწავლო რესურსების ადაპტირების/მორგების შესაძლებლობებს;

შეუძლია შესაბამისი ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სწავლების პროცესში;

შეუძლია სწავლის შედეგების შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსის მოძიება და წყაროების გადამოწმება;

შეუძლია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო რესურსების მოძიებისა და შემუშავების მიზნით;

შეუძლია წარმართოს სასწავლო პროცესი მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;

შეუძლია სასწავლო პროცესი წარმართოს საკვანძო კომპეტენციების განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;

სასწავლო პროცესში შეუძლია დროის მართვა;

შეუძლია პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სასწავლო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ხელშეწყობა;

შეუძლია სწავლებისას სწავლების მეთოდის პროფესიული სტუდენტის/მსმენელის ინდივიდუალურ საჭიროებებთან მისადაგება;

საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა, მათ შორის აკომოდაცია და მოდიფიკაცია შესაბამისი სამართლებრივი მარეგულირებელი და ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით;

შეუძლია სწავლების დიფერენცირებული მეთოდების გამოყენება;

სასწავლო პროცესში იყენებს შესაბამის შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და შეუძლია მათი ადაპტირება/მოდიფიცირება სწავლის შედეგებისა და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად;

შეუძლია სასწავლო პროცესზე დაკვირვება და მისი ანალიზი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება