| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევის მიზნით, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, კონკურსს აცხადებს. თანამდებობრივი სარგო 1250 ლარია, რაც შეეხება სამუშაო გრაფიკს, „განისაზღვრება კონკრეტული საჯარო სკოლის მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით“.
განაცხადები 2026 წლის 23 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით მიიღება.
საკონკურსო თემატიკის ფარგლებში, კანდიდატი უნდა:
იცნობდეს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას;
იცნობდეს კანონს ზოგადი განათლების შესახებ;
იცნობდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N16/ნ ბრძანებას - „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“.
სავალდებულოა, იყოს „სპეციალური განათლების მაგისტრი; ან ფსიქოლოგიის ბაკალავრი და ჩაბარებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის გამოცდა; ან უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა; ან უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მინიჭებული შესაბამისი სერტიფიკატი (ე.წ. 60 კრედიტიანი პროგრამა)“.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი დასაქმდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სპეციალურ კონსულტანტ-მასწავლებლად და მივლენილი იქნება ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.
საჯარო სკოლასთან პირს გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება როგორც სპეციალურ მასწავლებელს და დამატებით მიიღებს სპეციალური მასწავლებლისთვის განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით.
საჯარო სკოლაში სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება კონკრეტული საჯარო სკოლის მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება - დეტალები
„ჩვენი მიზანია, თითოეულმა მათგანმა იგრძნოს, რომ აქ მეორე სახლია“...
„თითოეულ პირველკლასელს იმაზე მეტი სითბო და სიყვარული უნდა დავახვედროთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება“...
ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას