| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესში, რომელიც 16 მარტს დაამტკიცა განათლების მინისტრმა აღნიშნულია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებს ვადა 2029 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ: პირებს, რომლებიც 2027 წლის 1 იანვრისათვის არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და არ აკმაყოფილებენ პროფესიული განათლების მასწავლებლის ამ წესით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ 2029 წლის პირველ იანვრამდე.
ზემოაღნიშნულ ვადაში ყველა პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის ამ წესით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია პირს შეუწყვიტოს პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი.
2027 წლის 1 იანვრის შემდგომ დაუშვებელია პროფესიული განათლების მასწავლებლად ისეთი პირის მიღება, რომელიც არ აკმაყოფილებს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი