სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მთავარი შეცდომა, რომელსაც ეროვნულებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტები უშვებენ - NAEC-ის დირექტორი დეტალებზე საუბრობს
29-03-2026
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია აპრილის დასაწყისში გამოცხადდება - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ მემანიშვილმა განაცხადა და იმავდროულად, იმ მთავარ შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც აპლიკანტები ყველაზე ხშირად უშვებენ.

„1-თვიანი პერიოდი, რაც რეგისტრაციისთვის გვაქვს გამოყოფილი, გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტს შეუძლია, რეგისტრაცია ეტაპობრივად გაიაროს. პირობითად, დღეს რამდენიმე საბაკალავრო პროგრამაზე გააკეთოს არჩევანი, ხვალ დაამატოს პროფესიული პროგრამები და ასე შემდეგ. თუმცა, მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ აუცილებლად „შენახვის“ ღილაკს უნდა დააჭირონ ხელი...

ეს ხშირად ეშლებათ. ივლისსა და აგვისტოში, როდესაც პროგრამებს ამატებენ და არჩევენ, თუ „შენახვის“ ღილაკს ხელს არ დააჭერენ, პროგრამას დამახსოვრების შესაძლებლობა არ აქვს.

იმისათვის, რომ აბიტურიენტი მიხვდეს, რეგისტრაცია წარმატებით გაიარა, მის მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე ესემეს-შეტყობინება მიუვა, რაც დაადასტურებს, რომ მან რეგისტრაცია წარმატებით გაიარა.

ჩვენი მთავარი თხოვნა აბიტურიენტებისადმი არის ის, რომ აუცილებლად ძალიან ყურადღებით გაეცნონ იმ ინსტრუქციას, რომელიც ვებგვერდზე, რეგისტრაციის დაწყებამდე გამოქვეყნდება. ყველა მონაცემზე, რასაც პროგრამაში აბიტურიენტი დააფიქსირებს, თავადაა პასუხისმგებელი. პირადი ნომრის დაფიქსირება ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ დეტალებს აუცილებლად ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ და ყურადღებით გაეცნონ წესებსა და ინსტრუქციებს, რაც რეგისტრაციის დაწყებამდე გამოქვეყნდება“, - განაცხადა თამარ მემანიშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება