| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას. აღნიშნული სერვისის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, შემოიტანოს განაცხადი იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიჩნევა დაინტერესებულ პირად (დაინტერესებულ პირად მიიჩნევა საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელში სწავლის გაგრძელების მიზნითაც ხორციელდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება).
ზემოაღნიშნული სერვისის ადმინისტრაციული წარმოების ანალიზის შედეგად იკვეთება არაერთი პრობლემური საკითხი, რომელთა განხილვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით მეტად გაამარტივებდა განცხადების წარმოდგენასა და განხილვასთან დაკავშირებულ პროცესებს.
აღნიშნული საკითხების განხილვისა და არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ცენტრი გეგმავს ტრენინგის ორგანიზებას. შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, წარმოსადგენი განაცხადის შევსების პრაქტიკულ ინსტრუქცია
და ა>შ.
სატრენინგო პროგრამა მიზნად ისახავს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურასთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულ განხილვას როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ისე იმ პირებთან, რომლებიც უნივერსიტეტებთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობენ.
ტრენინგის ჩატარების პერიოდი: 30 მარტი - 3 აპრილი (აღნიშნული შეხვედრა იქნება ერთჯერადი და გაგრძელდება დაახლოებით ნახევარი სამუშაო დღის განმავლობაში; მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად განსაზღვრულ მცირე ჯგუფებთან შეხვედრები გადანაწილდება 30 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში)
ტრენინგის ჩატარების ადგილი: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
სამუშაო ენა: ქართული
სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადა: 13 მარტის ჩათვლით
ერთი დაწესებულებიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ტრენინგზე რეგისტრაციის მიზნით გადადით ბმულზე: https://forms.gle/PDSYcL7ZSUa2u71U9
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას