სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველომ პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა 
22-03-2026
-
+


დღეს, საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს გამოემშვიდობა. პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.  მსახურება ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, აღასრულა.

პარტრიარქის დაკრძალვაზე საქართველოში ჩამოვიდა ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, სრულიად ბულგარეთის პატრიარქი - უწმინდესი დანიელი, სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი - უნეტარესი იოანე, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი - უნეტარესი როსტისლავი, ამერიკის მიტროპოლიტი ტიხონი.

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად თბილისშია სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის - სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა, ასევე, ჩამოსულია ვატიკანის და რუსეთის ეკლესიების დელეგაციები. პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს სხვა კონფესიების წარმომადგენლებმაც. 

წესის აგების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საზოგადოებას მიმართეს მიტროპოლიტმა შიომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

14:40 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით გამოასვენეს. სიონის ტაძრამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივსაცემად, კორიდორი მოეწყო. სამგლოვიარო მარშრუტის გასწვრივ მოწყობილი იყო ცოცხალი დერეფანი, რა დროსაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პატივი მიეგოთ ქვეყნის სულიერი მამისთვის. მრევლი ჩამოვიდა სხვადასხვა რეგიონიდან. პარტიარქი უკანასკნელ გზაზე ზღვა ხალხმა გააცილა. 

ილია მე­ო­რე 17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. უწმინდესი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სათავეში თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი ედგა. 

18 მარ­ტი­დან სა­მე­ბის ტა­ძარ­ში მისი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ყოველ დღე, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბაში, ტაძრისკენ ათასობით ადამიანი, უზარმაზარ ნაკადად მიედინებოდა, რათა პატივისცემა გამოეხატათ უწმინდესის მიმართ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება